English / ქართული / русский /
ვასილ ხიზანიშვილი
იაპონიის ომისშემდგომი ტრანსფორმაცია ოკუპაციის პირობებში

ანოტაცია.  იაპონიის ომისშემდგომის ტრანსფორმაცია განხორციელდა სრული ოკუპაციის პირობებში. აღნიშნული გარდაქმნის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო სამი ეკონომიკური რეფორმა (მიწის რეფორმა, ზაიბაცუს დაშლა და შრომითი რეფორმა). ამერიკული “ბირთვული ქოლგის’’(“nuclear umbrella’’) ქვეშ ყოფნით, იაპონიამ შეძლო საკუთარი რესურსების გონივრულად გამოყენება და დანარჩენი მსოფლიოსთვის გასაოცარი შედეგების ჩვენება.

საკვანძო სიტყვები: ომისშემდგომი ტრანსფორმაცია, ოკუპაცია, სამი ეკონომიკური რეფორმა, მიწის რეფორმა, ზაიბაცუს  (zaibatsu) დაშლა, შრომის რეფორმა. 

შესავალი ნაწილი

  იაპონია მეორე მსოფლიო  ომის დასრულების შემდეგ იყო ოკუპირებული და მართული ომში გამარჯვებული მოკავშირეების მიერ 1945 წლის 2 სექტემბრიდან (იაპონიის იმპერიის დანებებიდან) 1952 წლის 28 აპრილამდე სან-ფრანცისკოს ხელშეკრულების ამოქმედებამდე. ოკუპაცია, რომელსაც შეერთებული  შტატები ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის თანამეგობრობის მხარდაჭერითა და შორეული აღმოსავლეთის კომისიის მეთვალყურეობით, წარმოდგენილი იყო თითქმის 1 მილიონი მოკავშირე ჯარისკაცით[1](წყარო: Dower, John W. [1999], Embracing Defeat: Japan in the Wake of World War II, Norton, p. 206). ომისშემდგომი ეკონომიკის ტრანსფორმაცია იაპონიაში განხორციელდა დემოკრა­ტიზაციის რეფორმის პროგრამის ფონზე, რასაც ხელს უწყობდა ამერიკული საოკუ­პაციო ძალები. ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, იყო არა მხოლოდ ამერიკელთა, არამედ იაპონელთა ძალისხმევის  შედეგიც, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში თანამშრომლობდნენ ამერიკელებთან, ზოგჯერ კი ებრძოდნენ მათ საკუთარი იდეალებისა და დღის წესრიგის მისაღწევად. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო სამი ეკონომიკური რეფორმა:  მიწის რეფორმა  (იაპონ.  土地改革 Tochi kaikaku,  ინგლ. land reform ), ზაიბაცუს დაშლა (იაპონ.   財閥解体 Zaibatsu kaitai, ინგლ. dissolution of the zaibatsu ) და შრომითი რეფორმა (იაპონ. 労働改革 rōdō kaikaku, ინგლ. labor reform ). 

ძირითადი ნაწილი

მიწის რეფორმა. მიწის რეფორმამდე, იაპონიის სასოფლო-სამეურნეო მიწის 45,9 პროცენტი იჯარით იყო გაცემული. ომამდე, მოიჯარეების რენტა შეადგენდა ეროვნული შემოსავლის 5 %-ს, ხოლო ქირავნობის შესახებ დავებმა პიკს  (6 ათასს) მიაღწია 1935 წელს. ეს იყო ომამდელი სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, საოჯახო მეურნეობების (მესაკუთრე-კულტივატორთა/ფერმერთა) წახალისება-ხელშწყობა იჯარასთან დაკავშირებული (ქირავნობის/ქირის) პრობლემების მოგვარების მიზნით. 1945 წლის შემოდგომაზე, ამ პოლიტიკის გაფართოების კონტექსტში, გადაიხედა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კორექტირების კანონი/აქტი (იაპონ. 農地調整法 Nōchichōseihō,   ინგლ. the Agricultural Land Adjustment Law, ან Farmland Adjustment Act), რომელიც ზღუდავდა მიწათმფლობელობას ხუთ chōbu-მდე (町歩 / ჰექტარი; hectare [2.471 acres]) და მოითხოვდა (საიჯარო) ქირის (გადასახადის) გადახდას ნაღდი ანგარიშსწორებით.      

ამერიკულმა საოკუპაციო ძალებმა, იგრძნო რა რომ ამ კანონმდებლობამ საკმარისად ვერ წაიწია წინ, 1945 წლის 9 დეკემბერს იაპონიის მთავრობას გაუგზავნა მემორანდუმი მიწის რეფორმის შესახებ, რომელიც უფრო მასშტაბური ცვლილებებისკენ მოუწოდებდა. ეგრეთწოდებული მიწის მეორე რეფორმა განხორციელდა 1946 წლის 21 ოქტომბერს “დამოუკიდებელ მემამულეთა/მიწათმოქმედთა შექმნის შესახებ საგანგებო აქტის/კანონის’’   (იაპონ.     独立した耕作者の設立に関する法律   Dokuritsu shi ta kōsaku sha no setsuritsu ni kansuru hōritsu, ინგლ. the Law for the Special Establishment of Independent Cultivators  Special Act, ან Law on the Establishment of Independent Cultivators/Farmers) გამოქვეყნებით. კანონი ითვალისწინებდა დაუსწრებელი მემამულეების (იაპონ. 不在の地主  Fuzai no jinushi,  ინგლ. absentee landlords) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს მიერ შეძენას; არდამმუშავებელი რეზიდენტი მემამულეებისთვის (იაპონ. 非耕作地主 Hi kōsaku jinushi,  ინგლ. noncultivating resident landlords ) მიწის ფლობის შეზღუდვას ერთზე ნაკლებ chōbu -მდე; მიწის მესაკუთრე-კულტივატორთა/დამმუშავებელთა მიწის ოდენობის განსაზღვრას სამი chōbu-თი; ხოლო სახელმწიფოს/მთავრობის მიერ შეძენილი მიწების (ხელახლა) მიყიდვას მოიჯარე ფერმერებზე  (იაპონ. 小作人 kosaku jin,  小作農 kosakunō.  ინგლ. tenant farmers). იმის გამო, რომ ინფლაციის შედეგად მიწის რეალური ფასი მკვეთრად დაეცა, მიწის რეფორმა თითქმის კონფისკაციის ტოლფასი იყო.

მიწის რეფორმის დროს 1,916 მილიონი ჰექტარი, ანუ სასოფლო-სამეურნეო ფართობის 37,5 % (მფლობელთა შეცვლით) ხელიდან ხელში გადავიდა. 3,7 მილიონზე მეტი მემამულის მიწა შეისყიდა მთავრობამ  [2] (მიწის რეფორმის ძირითადი მასალები  შეგიძლიათ იხილოთ Nōsei chōsakai nōchi kaikaku kiroku iinkai -ში, ed., Nōchi kaikaku tenmatsu gaiyō. Tokyo, 1951. სტანდარტული ნაშრომი ინგლისურად არის R. P. Dore, Land Reform in Japan [London: Oxford University Press. , 1959]). რეფორმის შედეგად  იჯარით აღებული მიწა  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ 10 %-მდე შემცირდა; მოიჯარეების ქირა  (იაპონ. 借家人の家賃だ   shakuya jin no yachin da.  ინგლ. the tenants' rent ) გახდა შეთანხმებითი; მოიჯარეთა დავები გაქრა. ფერმერებს გაუჩნდათ შრომის სურვილი. ფერმერული სოფლები პოლიტიკურად უფრო სტაბილური გახდა; სოფლის მეურნეობა განვითარდა სახელმწიფოს მიერ ფასებზე მხარდაჭერითა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებით. ურბანული (ქალაქად) დასაქმების შესაძლებ­ლობები იზრდებოდა სწრაფ ზრდასთან ერთად,  შემცირდა მიწის ნაკვეთების ფრაგ­მენტაცია  (დანაწევრება) და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც წარმოიშვა ომის შემდეგ მყისიერად, სოფლიდან მოსახლეობის გადინებით.

  მიწის რეფორმის შედეგად იაპონიის სოფლის მეურნეობა ომის შემდეგ გახდა დამოუკიდებელი ფერმერების პროვინცია (მხარე). მეორე მხრივ, მას შემდეგაც კი, რაც ეკონომიკა სწრაფი ზრდის ფაზაში გადავიდა, არასრული სამუშაო დღით მომუშავე ფერმერთა რიცხვი გაიზარდა და მიწის ნაკვეთები ფრაგმენტული  (დანაწევრებული) დარჩა. ეს ხელს უშლიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის(ნაყოფიერების) გაუმჯობესებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ბევრი დაჟინებით მოითხოვდა კულტივაციის (დამუშავების) მასშტაბის გაზრდას და მიწის გაქირავების  (საიჯარო მიწის / the rental of land) წახალისებას. გაჩნდა მზარდი მოთხოვნა პოლიტიკაში ცვლილების, კერძოდ, სოფლის მეურნეობის ცენტრშიმიწის მესაკუთრე ფერმერების ყოფნის თაობაზე, —  პოლიტიკა, დაფუძნებული იყო როგორც საოკუპაციო ძალების, ისე იაპო­ნიის ომამდელი აგრარული რეფორმატორების მიზნებზე. 

ზაიბაცუს  (zaibatsu, კონგლომერატი/ფირმების გაერთიანება) დაშლა. ამერიკულმა ოკუპაციამ  (the American Occupation) თავიდანვე განიზრახა ზაიბაცუს დაშლა, რომელიც, ზოგიერთი ამერიკელი ჩინოვნიკის აზრით, იყო  იაპონიის მიერ ტერიტორიული დაპყრო­­ბითი  ომის  თანამონაწილე. 1945   წლის  ოქტომბერში ოკუპაციამ (the Occu­pation) მიიღო გადაწყვეტილება ზაიბაცუს ჰოლდინგური კომპანიების სათავო ოფისების (honsha / ჰონშას) დაშლის შესახებ და 1946 წლის აპრილში დააარსა კომიტეტი ჰოლდინგური კომპანიების რეორგანიზაციისთვის  (a committee to reorganize the holding companies). 1947 წლის ივნისისთვის, ჰოლდინგურ კომპანიათა რიცხვი განისაზღვრებოდა ოთხმოცდასამით. მათგან ოცდარვის რეორგანიზაცია განხორციელდა საოჯახო ჰოლდინგურ კომპანიად  (a family holding companies), ხოლო დანარჩენებს საშუალება მიეცათ, როგორც მაწარმოებელ კომპანიებს, გაეგრძელებინათ ფუნქციონირება მათი აქციების/ფონდების (stockholdings/საკუთრებაში არსებული აქციების ან აქციების კონკრეტული რაოდენობის) გადაცემის/დათმობის შემდეგ. ამასობაში, 1947 წლის 3 ივლისს, საოკუპაციო ხელისუფლებამ ბრძანა დაშლილიყო Mitsui Trading Company და Mitsubishi Trading Company [3] (ძირითადი მასალა ზაიბაცუს [zaibatsu] დაშლის შესახებ გვხვდება Tokushu kaisha seiri iinkai -ში, ed., Nihon zaibatsu to tono kaitai [Tokyo 1951]. ინგლისურ ენაზე სტანდარტული ნაშრომი არის ელეონორ მ. ჰედლის [Eleanor M. Hadley], Antitrust in Japan (Princeton, N.J.: Princeton University Press, 1959 ).

1947 წლის აპრილში, ამერიკულ ანტიმონოპოლიურ კანონთა (American antitrust laws) საფუძველზე,  ანტიმონოპოლიური კანონის (the Anti-Monopoly Law) მიღებით შეიქმნა იაპონიის სამართლიანი ვაჭრობის კომისია (ინგლ. Japan's Fair Trade Commission / The Japan Fair Trade Commission; იაპონ. 公正取引委員会, Kōsei Torihiki Iinkai, JFTC). მომდევნო წლის დეკემბერში იაპონიის პარლამენტმა (იაპონ. 国会 Kokkai, ინგლ. The Diet) მიიღო კანონი გადაჭარბებული ეკონომიკური კონცენტრაციის ელიმინა­ციის/აღმოფხვრის (იაპონ.  過大な経済集中の解消に関する法律  Kadaina keizai shūchū no kaishō ni kansuru hōritsu, ინგლ. The Law for the Elimination of Excessive Economic Concentration, ან Act on Elimination of Excessive Economic Concentration) შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა მონოპოლისტად მიჩნეული ნებისმიერი კომპანიის დაშლას. ამ კანონების თანახმად, თვრამეტი დიდი ფირმა დაიშალა და მათი ქარხნები გადანაწილდა. იაპონური ფოლადის კორპორაცია (The Japan Steel Corporation) გაიყო ორ ფირმად  (Yawata Steel და Fuji Steel); Mitsui Mining-ი  — ორ ფირმად (Mitsui Mining და Kamioka Industries); Mitsubishi Industries-ი  — ორ ფირმად ( Mitsubishi Mining და Taihei Mining ); Mitsubishi Heavy Industries-ი  კი — სამ ფირმად ( Eastern Japan Heavy Industries, Central Japan Heavy Industries და Western Japan Heavy Industries ); Tokyo Shibaura Electric-ი ორმოცდასამი ქარხნიდან ოცდაშვიდი ქარხნისგან გათავისუფლდა და Hitachi Manufacturing-მა ოცდათხუთმეტი ქარხნიდან ცხრამეტზე თქვა უარი. ამ და სხვა დაშლის შედეგად არსებითად შემცირდა კონცენტრაციის ხარისხი რკინისა და ფოლადის, გემთმშენებლობის, ლუდსახარშის, ქაღალდისა და სხვა ინდუსტრიებში (მრეწველობის დარგებში). 

ზოგიერთი მსხვილი საწარმო, რომელიც დაიშალა ან გაიყო ეკონომიკური დეკონცენტრაციის პირობებში, კვლავ გაჩნდა ოკუპაციის დასრულების შემდეგ. Mitsubishi Trading Company-ი  აღორძინდა 1954 წელს, Mitsui Trading Company 1959 წელს, Mitsubishi Heavy Industries 1964 წელს და New Japan Steel Corporation 1970 წელს. შესაძლოა ზაიბაცუს სათავო ოფისები (The zaibatsu's head offices) გაქრა, მაგრამ საწარმოები რეკონცენტრირდა (რეორგანიზირდა) “სამეწარმეო/საწარმოო ჯგუფებად’’ (იაპონ. 系列 けいれつ,   keiretsu; მრ. keiretsus ან/თუ keiretsu იაპონური კომპანიების ქსელი, ურთიერთდაკავშირებული საქმიანი ურთიერთობებით და აქციებით),  რომლებიც ორიენტირებული იყვნენ ბანკებზე, ორმხრივი ფონდების/აქციებისა (იაპონ. 相互の株式保有   sōgo no kabushiki hoyū, ინგლ. mutual stockholding) და დაფინანსების გზით. კრიტიკოსები ამას ხშირად “ზაიბაცუს გამოცოცხლებად/აღორძინებად’’ (“revival of the zaibatsu’’) მოიხსენიებდნენ. 

  ზაიბაცუს  (zaibatsu) დაშლამ და კონცენტრაციის  (concentration) გაუქმებამ სამუდამოდ იმოქმედა ეკონომიკაზე. წარმოების კონცენტრაცია, რომელიც შემცირდა ზაიბაცუს საწინააღმდეგო კანონმდებლობით  (the antizaibatsu legislation), კიდევ უფრო შესუსტდა ზრდის მაღალი ტემპების შედეგად. კონკურენცია საწარმოებს შორის გახდა უფრო ცოცხალი. სამრეწველო ფირმები, რომლებიც არ იყვნენ აფილირე­ბუ­ლი (დაკავშირებული) ომამდელ ზაიბაცუსთან, ახალი შესვლისა და მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობათა გამო გახდნენ უფრო დიდი საწარმოები. ომისშემ­დგომ დიდ ფირმებს შორის ბევრია ასეთი. მაგალითად, Toyota, Hitachi და New Japan Steel, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ომამდელ ზაიბაცუსთან. Kawasaki Steel-ისა და Sumitomo Metals-ის, როგორც ფოლადის მწარმოებელის გამოჩენა, Honda-ს შესვლა მსუბუქი ავტომობილების/სამგზავრო მანქანების ინდუსტრიაში და Sony-სა და Matsushita-ს სწრაფი ზრდა აჩვენებდა იმას, რომ იაპონიის ინდუსტრიული ორგანიზაცია მთლიანობაში განაგრძობდა კონკურენტუნარიანად ყოფნას. შეიძლება ითქვას, რომ ეს კონკურენტუნარიანი სამრეწველო სტრუქტურა განვითარდა ომისშემდგომი ზაიბაცუს დაშლისა და კონცენტრაციის გაუქმების შედეგად.     

შრომის რეფორმა. შრომის რეფორმის საფუძველი იყო სამი შრომის კანონის მიღება (იაპონ. 3つの労働法 3Ttsu no rōdō-hō, ინგლ. three labor laws): კანონით პროფკავშირის შესახებ (იაპონ. 労働組合法 Rōdō kumiai-hō, ინგლ. the Labor Union Law), რომელიც შეიქმნა ამერიკული ვაგნერის აქტის (the American Wagner Act) მიხედვით და გამოქვეყნდა 1945 წლის დეკემბერში, დადგინდა მუშაკთა უფლება ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმართვის თაობაზე; პროფკავშირული აქტივობა/საქმიანობა გათავისუფლდა სამოქალაქო სამართლისგან და განისაზღვრა არასამართლიანი შრომითი პრაქტიკა. 1946 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული შრომითი ურთიერთობების რეგულირების  კანონით (იაპონ. 労働関係調整法 Rōdō kankei chōsei-hō, ინგლ. Labour Relations Adjustment Law; კანონი No. 25) განისაზღვრა გაფიცვის ქცევის საზღვრები და დადგინდა პროცედურები შრომითი დავების გადაწყვეტისთვის. 1947 წლის აპრილის შრომის სტანდარტების/ნორმების კანონი (იაპონ. 労働標準法 Rōdō hyōjun-hō, ინგლ. the Labor Standards Law/Act) აწესებდა გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა იძულებითი შრომის აკრძალვა, რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღება, ქალთა და მცირეწლოვანთა დასაქმების ლიმიტაცია/შეზღუდვა და სამუშაოსთან დაკავშირებული დაზიანებების კომპენსაციის (ფულადი ანაზღაურების) უზრუნველყოფა. ამ სამმა კანონმა, განსაკუთრებით კი შრომითმა კანონმა, წაახალისა პროფკავშირული საქმიანობა. 

პროფკავშირული მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა ომისშემდგომ ადრეულ წლებში. მძლავრი ინფლაციისა (the runaway inflation) და მოსახლეობის საერთო გაღატაკების გამო გახშირდა შრომითი დავები. 1948 წელს სამრეწველო მუშახელის (ტრანსპორტის, მშენებლობების, სამთო და წარმოების მუშაკთა ჩათვლით) პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების მაჩვენებელი შეადგენდა 50 %-ზე მეტს, ხოლო ჩარიცხულთა ოდენობა (იაპონ. 登録者 tōroku sha ან  入会者   nyūkai sha, ინგლ. enrollees,  იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურად შეუერთდნენ ორგანიზაციას, დაიწყეს სასწავლო პროგრამა და ა.შ.; ვინც ითვლებოდა ჯგუფის, კურსის ან კოლეჯის წევრად ოფიციალურ სიაში; ინსტრუქციის/მითითების მიმღები პირები, მოსაწველეები, სტუდენტები) იყო 6,677 მილიონი. ზოგიერთ სამრეწველო დავაში პროფკავშირებმა მიმართეს აგრესიულ ტაქტიკას, როგორიცაა „წარმოების კონტროლი“, რომლის დროსაც მუშები ეფექტურად აკონტროლებდნენ და მართავდნენ წარმოებას.

1947 წლის 1 თებერვალს დაიგეგმა საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ორგანიზებული იყო სახელმწიფო პროფკავშირების (იაპონ. 公的労働組合 Kōteki rōdō kumiai, ინგლ. the public labor unions) მიერ, მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლებამ (the Occupation autho­rities) გაფიცვა მის დაწყებამდე აკრძალა. საოკუპაციო პოლიტიკასა (Occupation Policy) და შრომით მოძრაობას (the labor movement) შორის დაპირისპირება უფრო თვალსაჩინო გახდა 1948 წლის ივლისში, როდესაც მთავრობამ გენერალ დუგლას მაკარტურის (General Douglas MacArthur) წერილის საპასუხოდ გამოაქვეყნა განკარგულება (იაპონ.  政令  #201  Seirei # 201,  ინგლ. Government Ordinance#201), რითაც გააუქმა საჯარო მოხელეების გაფიცვის უფლება. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში პროფკავშირული მოძრაობის  კონტროლისთვის ბრძოლა მიმდი­ნარეობდა მათ შორის, ვინც პოლიტიკურ საკითხებს უმთავრესად მიიჩნევდა და მათ შორის, ვინც უმთავრესად თვლიდა ეკონომიკურ საკითხებს. როდესაცპროფკავშირული მოძრაობა კონსოლიდირებული იყო „კორპორატიული გაერთიანებების“ ( იაპონ. 企業組合 Kigyō kumiai, ინგლ. „enterprise unions“) საფუძველზე, რომელიც ინკორპორირებდა (რიცხავდა/იღებდა/აერთიანებდა) ფირმის ყველა თანამშრომელს ერთიან კავშირში (a single union), დომინირებდა “იაპონური სტილის პროფკავშირული პრინციპები’’ (the principles of Japanese-style unionism), რაც ხაზს უსვამდა ეკონომიკური საკითხების პირველობას. 1955 წელს დაიწყო ეგრეთწოდებული საგაზაფხულო შეტევითი ოპერაციები (იაპონ. 春闘  Shuntō, ინგლ. spring wage offensive, ან Spring Offensives, ვრცლად Japanese Labor's Spring Wage Offensive), რამაც ხელი შეუწყო ხელფასების გაზრდაზე დამყარებული პრაქტიკის უპირობო დაცვისკენ მიდრეკილ მოლაპარაკებებს. 

დასკვნითი ნაწილი

ოკუპაციამ (the Occupation) და მისმა პოლიტიკამ ირიბი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზეც. პირველი, ომში დამარცხებამ დაასრულა იაპონიის მცდელობები, გაეზარდა თავისი ეკონომიკური უპირატესობა ომისა და სამხედრო საშუალებებით. პირიქით, ამერიკული „ბირთვული ქოლგის“ („nuclear umbrella“) მფარველობით იაპონიას არ სჭირდებოდა ბევრი ხარჯის გაღება თავდაცვაზე და, ასე რომ, კაპიტალი, ადამიანური რესურსები და ადამიანური ენერგია შეიძლებოდა უფრო ეფექტურ საქმიანობაში გადადენილიყო. მეორე, ამერიკული ოკუპაციის დროს იაპონელებმა პირველად დაამყარეს კონტაქტი უცხო ქვეყანასთან და ბევრად უფრო მეტმა იაპონელმა, ვიდრე ოდესმე, შეძლო უშუალოდ ეხილა ამერიკული ცხოვრების მაღალი დონე  (the high American standard of living)  და  ეფექტური   ორგანიზაციული მეთოდები (the efficient organizational methods), რომლებიც მხარს უჭერდა მას. საბოლოოდ, ოკუპაციამ (the Occupation) ცვლილება მოიტანა იაპონიის ელიტაშიც. ომისშემდგომი დაბნეულობის ფონზე, ახალმა ლიდერებმა პოლიტიკაში, ბიზნესსა და ბიუროკრატიაში საკუთარი  ძალისხმევა  მიმართეს ძლიერი ეკონომიკის აღდგენისკენ. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.    Dower, John W. [1999], Embracing Defeat: Japan in the Wake of World War II, Norton, p. 206.

2.  Dore, R. P. [1959], Land Reform in Japan. London: Oxford University Press.

3.  Eleanor M. Hadley. [1959], Antitrust in Japan. Princeton, N.J.: Princeton University Press.